ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნაგვის მანქანით ციხიდან 40 პატიმარი გაიქცა მიანმარიდან

40 პატიმარი გაიქცა მიანმარის ციხიდან, რომელთა შორის ნახევარზე მეტი უკვე გასამართლებული იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი “მიანმა ალინგი” ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 10 პატიმარი უკვე დაკავებულია. მათი დაჭერა ციხიდან 200 კილომეტრის დაშორებით, ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

პატიმრებმა გაქცევა ნაგვის მანქანით მოახერხეს, რომელშიც ჩაიმალნენ.

ადგილობრივი სამართალდამცველები შიშობენ, რომ თუკი გაქცეულებმა ტაილანდამდე მიაღწიეს, ისინი მიანმარიდან იქ წასულ დევნილებში გაერევიან და მათი დაკავება შეუძლებელი გახდება. ამ ეტაპზე, ტაილანდის ხელისუფლება კომენტარს არ აკეთებს.

იტვირთბა....