სანქტ-პეტერბურგში 8 წლის ბავშვს ხელში მაშხალა (პეტარდა) აუფეთქდა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო. შემთხვევის გამო შესამაბისმა უწყებებმა გამოძიება უკვე დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მედიკოსების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ექიმები ამბობენ, ბავშვს მოტეხილი აქვს ხელი და თითები.