ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

51 სკოლის დირექტორი: “ერთ-ერთი მძიმე დღეა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ცხოვრება გრძელდება”

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ დღეს სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მისთვის ერთ-ერთი მძიმე დღეა დღეს.

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით 51 სკოლში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა.

“გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს. 150 პირველკლასელი გვყავს წელს. ბატონო პრეზიდენტო, ახალ სასწავლო წელს სკოლა მეასედ ხვდება – საიუბილეო წელი გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან მძიმე წელი გვაქვს. მძიმეა ჩემთვის აქ დგომა. მე მგონი, ერთ-ერთი მძიმე დღეა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, სწავლა გრძელდება” – განაცხადა თურქაძემ.

სკოლის დირექტორის თქმით, მოხარულია, რომ დღეს მათთან ერთად საქართველოს პრეზიდენტია.

“ძალიან მიხარია თქვენს გვერდით დგომა, ეს ბევრს ნიშნავს სკოლისთვის. დღეს მე არ ვისაუბრებ ჩვენს მედალოსნებზე, წარმატებებზე, გრანტზე, რადგან სხვა რეჟიმში გვიწევს ყოფნა” – განაცხადა მანანა თურქაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარცევის დროს არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა.

იტვირთბა....