ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

იმერეთში შეყვარებული წყვილის გაპარვა ბიჭის ბებიის გარდაცვალებით დასრულდა

იმერეთში, სოფელ  გუბისწყალში შეყვარებული ახალგაზრდების გაპარვა, ბიჭის ბებიის გარდაცვალებით დასრულდა.

მარიამ ლეჟავას მშობლები ბაჩუკი ჯანელიძის ბებია-ბაბუის სახლში, წყალტუბოს რაიონის სოფელ გუბისწყალში დღეს გამთენიისას ჩავიდნენ. ლეჟავებმა ტუსკაძეებისგან სასწრაფოდ მოითხოვეს გოგონას უკან დაბრუნება. იყო ხმამაღალი საუბარიც.

თვითმხილველების თქმით, განსაკუთრებით ქალბატონი ლელა ლეჟავა აქტიურობდა. წასვლის წინ მან ფანჯრის მინები ჩაამსხვრია და დაამტვრია კარი. ტუსკაძეების მტკიცებით, იყო მუქარაც. მომხდარიდან რამდენიმე წუთში კი 65 წლის თინა ტუსკაძე გარდაიცვალა. დაღუპულის შვილი დედის სიკვდილში ლელა ლეჟავას ადანაშაულებს და მის დასჯას ითხოვს.

იტვირთბა....