მიწისძვრა მოხდა საქართველოში, რომლის სიმძლავრემ 2.6 მაგნიტუდა შეადგინა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისთან ახლოს, რუსთავიდან 18 კილომეტრში, სოფელ ნორიოსთან იყო.
მიწისძვრა 04:17 საათზე მოხდა.