ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სუს-ს აუდიოჩანაწერი გადასცა

“დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, კახა მიქაიამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფარული აუდიოჩანაწერები გადასცა.

ის სუს-ში სკანდალური ჩანაწერების გამო დაიბარეს, რომელიც მერიაში შესაძლო კორუფციას შეეხება. აღნიშნულის შესახებ სიუჟეტი “კურიერის” ეთერში გავიდა.

„გარკვეული კითხვები მათ ჰქონდათ, რა თქმა უნდა, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვერ ვისაუბრებ ყველაფერს. იმედი მაქვს, რომ ჩემს მიერ დატოვებული მეხსიერების ბარათი დაეხმარება გამოძიებას, რომ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად და ეფექტიანად. მე ვთვლი, რომ ამ ჩანაწერში იკვეთება კორუფციული დანაშაული და ამიტომ გავხადე საჯარო ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის,“ – განაცხადა კახა მიქაიამ.

სუს-ში  გამოკითხვაზე იმყოფებიან ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია და ბიზნესმენი ზურაბ კვირკვიაც.

ფარული ჩანაწერების მიხედვით, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ, წინასწარ ზუგდიდის მერს და მის მოადგილეს ქრთამი მისცა, თუმცა პირობა დაირღვა და ზურაბ კვირკვიას სასურველი ტერიტორიები არ გადასცეს.

იტვირთბა....