საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს შტორმის შესახებ აფრთხილებს. როგორც სამსახურში აცხადებენ, შავ ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაფრთხილებით, შავი ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს. აკრძალვა მოქმედებს 16 სექტემბრის 10:00 საათამდე”- აცხადებენ სამსახურში.