ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში, მეხუთე სართულიდან 28 წლის კაცი გადახტა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 28 წლის მამაკაცი გადახტა. ამის შესახებ ინფორმაცია “ინფორუსთავმა” გაავრცელა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი დეპრესიული იყო და მას ამ მიზეზით რამდენჯერმე მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისთვის.

იტვირთბა....