არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პეტიცია – მოხსნას სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატურა

change.org-ზე გავრცელდა პეტიცია სახელწოდებით – მოხსნას სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატურა. პეტიციის ავტორი გიორგი კალატოზიშვილია.

“მოვითხოვთ მმართველი გუნდისგან, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატია ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი და ასევე, თავად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან – დაუყოვნებლივ მოხსნას მისი კანდიდატურა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან. მიგვაჩნია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ღიად და დაუფარავად ატარებდა და ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ვნებს ქვეყნის დეკლარირებულ დასავლურ კურსს და ღირებულებებს. მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ავრცელებდა და ავრცელებს საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, კერძოდ კრემლის ნარატივს და გზავნილებს, ვერ შეასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრ პასუხისმგებლობას და ვერ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და განვითარების გარანტი”, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელსაც ამ დროისთვის 7676 ადამიანი აწერს ხელს.

იტვირთბა....