ახალი ამბები მთავარი სამართალი

მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, ხელთუბანში აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ხელთუბანში. 

გარდაცვლილი 18 წლის ახალგაზრდას ოჯახი საქმის ობიექტურად გამოძიებასა და დამნაშავის დასჯას ითხოვს, აქციაზე 100-მდე ადამიანია შეკრებილი, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც.

6 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, 18 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილს რამდენიმე ჭრილობა აღენიშნებოდა.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....