aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უბედური შემთხვევა საბერძნეთში: კლდის ჩამოშლის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საბერძნეთში, ნავაგიოს სანაპიროზე კლდე ჩამოიშალა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

BBC-ის ცნობით, თვითმხილველები ყვებიან, რომ თავდაპირველად გაიგეს ხმა, შემდეგ კლდის პატარა ნაწილი ჩამოიშალა, მას მოჰყვა კლდის უფრო დიდი ნაწილი და საბოლოოდ, მესამე ჯერზე, კლდის კიდევ ერთი დიდი ნაწილი ჩამოიშალა და ადამიანები მოიყოლა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული. დაშავებულები,  ნავებით ახლომდებარე დასახლების საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იტვირთბა....