პოლიტოლოგი ნოდარ ხარშილაძე სოციალურ ქსელში კანაფის ექსპორტის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ერთი მოქალაქის კაპიტალის გაზრდის გზაა.
“ეს ბოლო კანაფის თემა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის ინტერესი გადაყვეს კერძო პირის ანგარებას. კანაფის ლეგალიზაციისა თუ მისი ექსპორტის შესახებ კამათი აზრს მოკლებულია, ეს თემა მოგწონთ თუ არა ასევე უმნიშვნელოა, ეს არის ერთი და მხოლოდ ერთი მოქალაქის კაპიტალის გაზრდის გზა.
მისი ანგარება ცდილობს გადაჩრდილოს ყველა დანარჩენის ინტერესი ამ ქვეყანაში (მისი მომსახურე პერსონალის ჩათვლით), მთავარი კითხვაა მივცემთ თუ არა ამის უფლებას”, – წერს ხარშილაძე.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამთავრობო გუნდს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მარიხუანასგან წარმოებული მედიკამენტები უცხოეთში ექსპორტზე გავა.