ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კალაძე: “არასრულწლოვნის მიერ ცხოველის წამების ფაქტზე პასუხისმგებლობა მშობელს დაეკისრება”

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც ცხოველთა წამების ფაქტზე სანქციები გამკაცრდება. კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები მომრავლდა.

„სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიცირებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება სასჯელის შემდეგი სახეები – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა, ვადით ერთ წლამდე. ამასთან, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, განისაზღვრა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ პარლამენტს თხოვა კანონსპოექტს მხარი დაუჭირონ. მერის განცხადებით, ამ გზით შესაძლებელია, რომ ცხოველები სიკვდილისგან ვიხსნათ.

 

იტვირთბა....