aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

რა ხდება რეალობაში: “სიურეალისტური სპექტაკლზე შემიძლია მოგიყვეთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოძრაობა “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

“სიურრეალისტური სპექტაკლზე შემიძლია მოგიყვეთ ვისაც გრძელი პოსტის წაკითხვა არ დაგეზარებათ.
მიაქციეთ ყურადღება რომ მოვლენები ვითარდება აქტიური წინასაარჩევნო პერიოდის დასაწყისში.

1 – მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღვასრულოთ და ნარკოპოლიტიკა უნდა შევცვალოთო. ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის საჭირო კანონპროექტი მოამზადა არა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, არა ჯანდაცვის სამინისტრომ ან ვინმე ეგეთმა არამედ კონკრეტულად შსს-მ;

2 – კანონპროექტი ჯერ არ უჩვენებიათ.
ხელისუფლების წევრები მედიასთან საოცრად იქცევიან, დაბნეულები ყვებიან რაღაცას. სახელისუფლებო პოზიციის დასაცავად (რომელიც ჯერ უცნობია კონკრეტულად რაში მდგომარეობს) თითქოს პირადი გემოვნებით, მკაფიო მესიჯბოქსის გარეშე, ლაპარაკობენ მკაცრ რეგულირებაზე, ექსპორტზე, ეკონომიკურ სარგებელზე, ლიცენზიებზე, სვანეთზე და კუბდარზე, ექიმებისთვის აკრძალვაზე, რაღაც 21 წელზე … მაგრამ არავინ ადამიანის უფლებაზე, ძალადობაზე ბოდიშის მოხდაზე ან ზოგადად თავისუფლებაზე;

4 – თეთრი ხმაური და მსგავსნი სდუმან მყარად;.

5 – სრულიად ოპოზიციური სპექტრი (უმრავლესობის ზოგიერთი წევრის ჩათვლით) განგაშის ზარს სცემს:
– სააკაშვილი-ნაციონალები,
– ნათელაშვილი-ლეიბორისტები,
– რუსოფილი-მოფაშისტო ბურჯანაძე, კუკავა, ლორთქიფანიძე სასტავი,
– გწმპ ტრადიციულად გაუგებრად,
– თავად ხელისუფლების წევრი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი;
– ინაშვილი-პატრიოტები;
– რესპები არ ვიცი რა ჭკუაზე არიან, არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო.

ამ ბაკხანალიაში ხელისუფლების მთავარი საპირწონე ძალა დისკუსიაში მაინც სამღვდელოებაა მასთან ასოცირებული დაჯგუფებებით და ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებით (აქტივისტი მამაოები, მმკ, ლევან ვასაძე და ა.შ.)
სამღვდელოების ავტორიტეტს ხელისუფლების და იდეის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს მთელი პოლიტიკური სპექტრი;

6 – როგორც მე მესმის, ჩვენ “გირჩი” იდეაში ვამბობთ რომ:
ა) ვერ გავიგეთ ჯერ ხელისფლების წინადადება წესიერად და როცა ვნახავთ კანონპროექტს კონკრეტულად გეტყვით მერეო;
ბ) ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობა ახსენებს ლეგალიზაციას, პირად სივრცეს, ექსპორტს და ეს ყველაფერი იმ თავისუფლების იდეის ნაწილებია რისთვისაც ჩვენ/გირჩი ვარსებობთ …. საპატრიარქო/მიშას თამადობით და მთავრობის მხარეს ვართ მთავარ საქმეში – მოძრაობის ვექტორში ვემთხვევითო;

7 – შევეცდები დავაკრისტალო რაში ედება ბრალი ხელისუფლებას დღეს (კანონპროექტის გასაჯაროებამდე):
7-1 –  საპატრიარქოს ნარატივია: არ შეიძლება და მორჩა.
მათ არგუმენტებს ლოგიკა არ მოეთხოვება. ასე მაგალითად, იაკობი სვამს კითხვას “საზღვრები ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცავთ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება? უცხოეთის ქვეყნები და ჩვენთან ახლოში მყოფი რუსის ჯარი არ შეეცდება, რომ ნადავლი ხელში ჩაიგდოს?” ანუ მაღალიერარქი მღვდელმსახური ნერვიულობს კანაფის მინდვრების დაცვაზე, რომელიც იმდენად ძვირფასი შესაძლოა იყოს, რომ მეზობელი ქვეყნები და თავად რუსეთი დახარბდეს კანაფით აბიბინებულ ქართულ მინდორ-ველს, შემოგვესიოს აგვაოტნოს და ჩვენი სიმდიდრე კანაფის რუსეთში წაიღოს.
შემდეგ ითხოვს:
„სადაც ამდენი გავიჭირვეთ, ამდენი წელია გაჭირვებაში ვცხოვრობთ, კიდევ გავიჭირვოთ და ეკონომიკა სხვა მხრივ განვავითაროთ”-ო.
და ბოლოს ბოდიშის მოხდით, მაგრამ მუქარით კუნთებს ნაზად ათამაშებს:
“ეკლესია დიდი ხანი დუმდა, ალბათ, ბევრმა იფიქრა, რაღაც პროცესები მიმდინარეობდა და დავსუსტდით, თუ ვინმეს აინტერესებს ჩვენი ძალა, არავის ვემუქრები, მაგრამ ნახავენ ჩვენს ძალას. ბოდიშს ვიხდი ასეთი საუბრისთვის, მაგრამ ჩემი ერის ღალატს არავის ვაპატიებ”
შეიძლება არ დამიჯეროთ და აგერ თქვენ ლინკი: http://new.ipn.ge/…/511648-meupe-iakobi-marixuanas-carmoeba…

7 – 2  – სააკაშვილის თამადობით პოლიტიკური სპექტრის ნარატივი: მიშა საპატრიარქოს ნარატივზე რომლის მიხედვითაც ისედაც დედა აღარ გვეყოლება, ცდილობს სამზარეულოს მიშენებას ივანიშვილის სახით. სცენარი მარტივია:
ივანიშვილმა კანაფით ფულის შოვნის მიზნით, აიძულა მორჩილი საკონსტიტუციო სასამართლო, ზურაბ ჯაფარიძისთვის კანაფის მოხმარების უფლება მიეცა, რაც მას ლეგალურად წარმოების საშუალებას მიცემდა, ახლა ის თავად (ან მისი ახლობლები, მნიშვნელობა არ აქვს) გააკეთებენ ბიზნესს, სხვას ამის უფლებას არ მიცემენ და იშოვის იბკ ბევრ ფულს.

8 – რა ხდება რეალობაში?
30 ივლისამდე მდგომარეობით გვქონდა კონსტიტუცია და მის საფუძველზე მიღებული კანონი, რომელიც გირჩის აზრით წინააღმდეგობაში მოდიოდა ერთმანეთთან და საკონსტიტუციო სასამართლო ფორმალურად არის ადგილი სადაც ესეთი საქმე ირჩევა.
იმისათვის რომ სასამართლოს გადაეწყვიტა ქონდათ თუ არა კონკრეტულად Zurab Japaridze-ს უფლება მოეხმარა კანაფი და ამის გამო არ ყოფილიყო სახელმწიფოს მიერ დასჯილი უნდა გაერკვია რა კრიტერიუმით შეიძლება უმრავლესობამ (დემოკრატიამ) ძალა გამოიყენოს ინდივიდის წინააღმდეგ.

როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა ცხადია ჩვენ მაშინ ვერ გავიგეთ რა მოხდა და ქართული ოცნებება ჩაი/ციტრუსი/ბორჯომის მატარებლების ევროპის მიმართულებით გაშვება გვეგონა. სინამდვილეში საზოგადოებიდან სადაც ადამიანს არ ჰქონდა საკუთრება, მათ შორის საკუთარი სხეული და პირადი სივრცე ვიქეცით საზოგადოებად სადაც კერძო საკუთრებაში და პირადი სივრცეში შესაჭრელად სახელმწიფოს/უმრავლესობას ჭირდება ლეგიტიმური საბაბი.

იმისათვის რათა სასამართლოს გაერკვია ჰქონდა თუ არა საზოგადოების უმრავლესობას/სახელმწიფოს, ერთი ინდივიდისთვის – ზურაბ ჯაფარიძისთვის კანაფის მოხმარების აკრძალვის უფლება, ამ საზოგადოების უფლებამოსილების საზღვრებად ინდივიდთან მიმართებაში გამოიყენა ამ საზოგადოების წევრი სხვა ინდივიდებისათვის ზურაბ ჯაფარიძის მიერ მიყენებულ ზიანს (და არა მათ მოსაზრება ზურაბ ჯაფარიძის საქციელის ავ-კარგიანობაზე).

სასამართლომ თქვა რომ კონსტიტუციის მიხედვით ვართ ქვეყანა სადაც ადამიანს აქვს საკუთრება სხეულზე და პირად სივრცეზე, მას შეუძლია იმოქმედოს თავისუფლად, ხოლო თავისუფლების საზღვარი გადის ქმედებაზე, რომელიც ამ საზოგადოების სხვა წევრებისთვის საზიანოაო.

ვინაიდან პარლამენტმა (უმრავლესობის წარმომადგენლობამ) სასამართლოში ვერანაირი მტკიცებულება ჯაფარიძის მიერ ვინმესთვის ზიანის მიყენებისა ვერ წარმოადგინა, სასამართლომ თქვა რომ უმრავლესობას თავისი გემოვნება თავისთვის დაიტოვოს და ჯაფარას შეეშვასო. იქვე დასძინა რომ თუ ჯაფარას კანაფს მოხმარებისთვის საზოგადოება დასჯიდა მაშინ პატერნალისტური სახელმწიფო ვიქნებოდით რაც თავისუფალ საზოგადოებასთან შეუთავსებელია, ჩვენ კიდე კონსტიტუციაში გვიწერია რომ თავისუფალი საზოგადოება ვართო.

მაგარი რამე თქვა. ადამიანს კანაფის მოხმარებაც შეუძლია და რაც მთავარია საბჭოთა კავშირი აღარ ვართ, დემოკრატია შეზღუდულია ადამიანის თავისუფლების უფლებითო; მოკლედ ძალიან პროდასავლური ანტისაბჭოური გადაწყვეტილება დადო;

9 – ვთქვათ მიშა და ძმანი მისნი მართლები არიან და ივანიშვილს კანაფის მინდვრებით უნდა ფულის შოვნა. ამისთვის ათქმევინა საკონსტიტუციო სასამართლოს რომ ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში არსებობს და უმრავლესობამ ტ…ი უნდა დააყენოს. ფაქტიურად ყველაზე ნათელი კონსტიტუციური განმარტება დაადებინა ივანიშვილმა სასამართლოს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში თუ რა ქვეყანა ვართ და ეს ფულის გულისთვის ქნა.
ვინ აძლევს მიშას ამ ჰიპოთეზის განვითარების საბაბს? თავად ხელისუფლების გაუგებარი მონაყოლი, სისხლის სამართალის წესით დასჯის მუქარა, რატომღაც ექსპორტი, ტენდერი ლიცენზიაზე და ა.შ. ავტორიტარული-პატერნალისტური გზავნილები რაც ითარგმნება როგორც სურვილი ვიღაცამ გადაწყვიტოს ვინ, როგორ და რამდენით იხეირებს მოპოვებული თავისუფლებით.
10 – საინტერესოა როგორ დაემთხვა საბჭოთა საპატრიარქოსა და პოპულარული ჰომოსოვეტიკუსების ინტერესებს „პროდასავლური“ პარტიების ენმ/გწმპ-ს და მათი ვითომ არაჰომოსოვეტიკუსი მხარდამჭერების ინტერესები პუტინისტობაში ბრალდებული ივანიშვილის წინააღმდეგ?
რას აპროტესტებენ ისინი? საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის განმარტებას თუ ივანიშვილის მიერ ფულის შოვნას?
უმრავლესობა გამოკვეთილად მეორეს შეფარულად პირველს, გულახდილი ნაწილი ორივეს.
ამ თემაში ყველა შემთხვევაში მთავრობის მხარეს ვარ, იმიტომ რომ ტოტალურ აკრძალვას მირჩევნია ყველაზე უარესიც კი – სახელმწიფო მონოპოლია, არათუ კერძო მონოპოლისტი ივანიშვილი, მონოპოლისტს მირჩევნია რეგულირებული ბაზარი, ხოლო რეგულირებულ ბაზარს მირჩევნია თავისუფალი ბაზარი.
აბსურდია იძახო ა!პა!პა!პა! ვიდრე თავისუფალ ბაზარს არ მივიღებთ დარჩეს ტოტალურად აკრძალულიო. თუმცა თუ ივანიშვილს/ხელისუფლებას აწუხებს ფულის კეთების სურვილში ბრალდებები მათი განეიტრალება მარტივია. ვიდრე კანონპროექტს გამოდებენ საჯაროდ იქ ჩაამატონ (თუ უკვე არ წერია), რომ კონსტიტუციური უფლებით სრულფასოვანი სარგებლობისთვის, ყველა სრულწლოვან ქმედუნარიან მოქალაქეს უნდა შეეძლოს ჩაერთოს კანაფის კულტივაციის, გადამუშავების, კვლევის, დისტრიბუციის, საბითუმო და საცალო რეალიზაციის ქსელების ანუ ახალი ინდუსტრიის შექმნაში, ამისათვის უნდა დაჭირდეს მაქსიმალურად დაბალი ბარიერების გადალახვა. რაც უფრო დაბალი იქნება ბარიერი მით მეტი ადამიანი ჩაერთვება საქმიანობაში, მით მეტი ადამიანი იხეირებს და მით ნაკლები ეჭვები დარჩება.

PS ისე დღემდე ხელისუფლებების მიერ კანაფის მოხმარებისთვის დასჯილ ასობით ათას ადამიანს, როგორც ჩანს, ბოდიშის მოხდას მაინც არავინ უპირებს. საბჭოთა საქართველო კიდე მაშინ მორჩება საბოლოოდ როდესაც უმრავლესობა ბოდიშს გულწრფელად მოიხდის, იქამდე კიდე ბლომად საომარია.” – წერს მეგრელიშვილი.

იტვირთბა....