ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

დოლიძე: “სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე “მეტრონომთან” საუბრისას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ნაბიჯია.

“2008 წლიდან, რაც საქართველო-რუსეთის ომი დამთავრდა, მთელს მსოფლიოში, ჩვენი საელჩოების, იურისტების, მოკავშირეების მიერ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი მუშაობა, რომ დადგინდეს ოკუპაცია, დადგინდეს ოკუპაციის უარყოფითი შედეგები და დადგინდეს და რუსეთმა პასუხი აგოს 2008 წლის აგრესიაზე. ეს პროცესები მიმდინარეობს სტასბურგში, ჰააგაში და ვაშინგტონშიც, ყველგან, სადაც ჩვენი მომხრეები, პარტნიორები და ჩვენ დავდივართ და ვიძახით, რომ მოხდა აგრესია, დაზარალდა მოსახლეობა, მოხდა ჰუმანიტარული კატასტროფა და ამას მოყვა ოკუპაცია.

თუ ამ ნარატივში საქართველოს პრეზიდენტის დონეზე ასული განცხადება მოხვდება ანუ ის განცხადებები, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, ეს იქნება ქართული ინტერესის კამპანიისთვის ძალიან დიდი დარტყმა. ამიტომ ვთქვი მე, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ამის გამეორება, რომ 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი, მიმაჩნია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი”, – განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდი უჭერს მხარს, რამოდენიმეჯერ გაიმეორა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო.

იტვირთბა....