,,ეკოხედვა/Eco Vision”-მა ჩტარებული კვლევის თანახმად, გამოავლინა თბილისში ჰაერის დამაბინძურებელ კომპონენტებს შორის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც ატმოსფეროში მტვრის რაოდენობას აქვს.
კვლევის მიხედვით ჰაერში მტვრის მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება, რაც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
კვლევის მონაცემებით, დაბინძურების მაღალი დონე სამშენებლო მოედნებზე ფიქსირდება. ორგანიზაციამ კვლევას ის რეკომენდაციებიც დაურთო, რაც მტვრით დაბინძურების პრევენციისთვის არის მნიშვნელოვანი, მათ შორის ავტოპარკის განახლება და სატრანაპორტო სქემის ოპტიმიზაცია.
აგვისტოში დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროებიც დასახელდა. 12 სექტემბერს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შედეგები გამოაქვეყნა.