თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი მცირეწლოვანი ბავშვის ცემისა და ძალადობისთვის ბრალდებული ძიძა დამნაშავედ ცნო და 1 წლით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, 2018 წლის 13 ივნისს, ქ. თბილისში, ძიძამ სცემა მისთვის მოსავლელად მიბარებული 6 თვის ბავშვები და ასევე, მათ მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა.
“სამართალდამცველებმა ი.ტ. 2018 წლის 26 ივნისს თბილისში დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტით(ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ორი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”- აცხადებენ პროკურატურაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ტ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაშიდა სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.