BBC -ის ინფორმაციით ჩინეთის ქალაქ ხუნანში, ხალხმრავალ მოედანზე ავტომობილი ხალხში შევარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაშავდა 49 და გარდაიცვალა 9 ადამიანი.
თავდამსხმელი 54 წლის იანგ ზანიონია, ადრე ნასამართლევი იყო ნარკოტიკულ დანაშაულზე.
თვითმხილველების თქმით, ფეხით მოსიარულეებთან შეჯახების შემდეგ, მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და ხალხს დანით დაერია. ის ამჟამად დაკავებულია.
მომხდარი ტeრორისტულ აქტად ჯერ არ შეუფასებიათ. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.
Breaking: At least 3 dead and more than 40 injured after an SUV rammed into a crowd of people in Hengyang, China. A man is in custody and the motive is under investigation. (Via @ZhangZhulin) pic.twitter.com/XLEkBhN9kr
— PM Breaking News (@PMBreakingNews) September 12, 2018