გორის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტარ ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება.
იოსებ მაკრახიძე აცხადებს, რომ ტენდერების შედეგად ბიუჯეტიდან ნას იმდენი თანხა არ მიუღია, რაც ნიკა მელიამ “არჩევანის” სტუდიაში გააჟღერა. გორის მაჟორიტარი ოპოზიციონერ დეპუტატს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო მელიამ ბოდიში უნდა მოიხადოს.
“რას მიედ-მოედება ნიკა მელია, წელიწადში 10-15 ზე ზევით არ შემისრულებია. თუ მაგან ტენდერები 10-15-20 წლის მონაცემებით იანგარიშა, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ ის რიცხვი, რაც დაასახელა – გამორიცხულია. 2012 წლიდან დღემდე მაგხელა შემოსავალი ტენდერებიდან არ მექნება, მაინც გადავხედავ. თქვენც უნდა გადაამოწმოთ და პასუხი აგებინოთ მაგაზე, რადგან ცრუ ინფორმაციას ავრცელებს”- აცხადებს იოსებ მაკრახიძე
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გუშინ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მაკრახიძეს 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოგებული ტენდერების შედეგად, 150 მლნ ლარი აქვს მიღებული.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე