სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას კულტივაციის ლიცენზირებისთვის სპეციალური სააგენტო შეიქმნება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს სააგენტო განსაზღვრავს ლიცენზიის საფასურს, კონკურსის სახეობებს და ა.შ.
„მსგავსი რეგულაციებისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას სპეციალიზირებული სააგენტო, რომლის ფარგლებშიც მოხდება როგორც კონკრეტული სალიცენზიო პირობების დადგენა, ასევე სხვადასხვა სახის საქმიანობებზე იქნება სხვადასხვა ლიცენზიები. ეს შეიძლება იყოს მოყვანა, წარმოება, გადამუშავება და ა.შ. ეს იქნება მკაცრად რეგულირებადი საქმიანობა, რომელსაც ეყოლება თავისი რეგულატორი, სადაც უმკაცრესი და ეფექტური კონტროლის მექანიზმები იქნება ღია. სააგენტო განსაზღვრავს ლიცენზიის საფასურს, კონკურსის სახეობებს და ა.შ.“, – განაცხადა გახარიამ.