ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბოდიშს ვუხდი პოლიციელებს რომლებიც ჩემი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდნენ” – სარალიძე პოლიციელებს ბოდიშს უხდის

ხორავას ქუჩაზე სისიხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, სამართალდამცავებს ბოდიშს უხდის.

როგორც მან აღნიშნა, პოლიცია მუდამ სიმართლის გვერდით დგას.

“ყველა იმ პოლიციელს რომლებიც გუშუნდელ ინციდენტში იღებდა მონაწილეობა თავიანთი უღირსი უფროსების ბრძანებით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას იმ შეურაწყოფისთვის რაც მათ მივაყენე.
მე მჯერა,რომ პოლიცია სამართლის გვერდით იდგა დგას და იდგომება.
მე ბოდიშს ვუხდი პოლიციელებს რომლებიც ჩემი შეურაწყოფის მსხვერპლი გახდნენ და ბოდიშს ვუხდი იმ უღირსი პოლიციელების გამოც ვინც არცხვენს ჩვენი პოლიციის მუნდირს.

ფორმას ამოფარებული სატანები რომლებიც ღირსებას ულახავს ჩვენ ღირსეულ პოლიციელებს უნდა მოშორდნენ მათ რიგებს.

კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს ვისაც შეურაწყოფა მივაყენე და მუდამ მოვუხდი ბოდიშს.

იმედი მაქვს აღარ განმეორდება მათი უღირსი უფროსებიდან არანაირი ზეწოლა ჩვენს მიმართ და ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალმა გაიმარჯვოს” – წერს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....