ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ბახტაძე – კანაფის კულტივიზაცია მკაცრად რეგლამენტირებული იქნება, რათა ქაოტური პროცესები არ მივიღოთ

რაც შეეხება კანაფის მოყვანას და წარმოებას სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად. რეგულაციის ნაწილია ის, რომ მკაცრად რეგლამენტირებული იქნება კანაფის კულტივაცია, – ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბახტაძის განცხადებით, ამით თავიდან აცილებული იქნება ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესები. ამასთან პრემიერმა დაამატა, რომ მარიხუანას მოხმარება მკაცრად დარეგულირებდა, ხოლო მისი გასაღება კვლავ დასჯადი იქნება.

გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, ერტი გრამიც არ უნდა მოხდეს უკანონო ბრუნვაში.

“თუ კულტივაცია სამართლებრივ ჩარჩოებში არ იქნება მოქცეული, ეს შექმნის რისკებს. ჩვენი ამოსავალი წერტილი გახლავთ, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შექმნას რისკები. რაც შეეხება ბაზარს, თუ ვინ იქნებიან ინვესტორები და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში ეს არის მეორე და მესამეხარისხოვანი. ჩვენთვის მთავარი გახლავთ, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შეუქმნას რისკები ჩვენს საზოგადოებას და მათ ჯანმრთელობას.

აქედან გამომდინარე, არის აუცილებელი, რომ მოხდეს რეგლამენტირება კულტივაციის. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს, რომ პროდუქცია გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული. ჩვენ უნდა ვიყოთ დარმწუნებული, რომ ერთი გრამი არ მოხვდება უკანონო ბრუნვაში და ეს არ შექუმნის პრობლემას ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას”, – განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპოსტზე გატანის მიზნით – ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის. ფაქტს ადასტურებს შინაგა საქმეტა სამინისტროც.

იტვირთბა....