ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნატო ჩხეიძე: “ხელისუფლება ტელეკომპანია “იბერიას” და ქრთამს ითხოვს”

საქქართველო ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელები მედიის მეშვეობით შანტაჟში დაადანაშაულა და ბრალდებებს ზეწოლის შესახებ უსაფუძვლო უწოდა.

მინისტრის ბრალდებას „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი და „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე პასუხობს.

ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიერ წარდგენილ გადასახადის  გრაფიკის დადასტურების სანაცვლოდ ხელისუფლება ტელევიზიას და ქრთამს ითხოვს.

„სამარცხვინო ის არის, ბატონო ფინანსთა მინისტრო, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილ გრაფიკებს დასტურს არ აძლევს ხელისუფლება და ამ დასტურისთვის ითხოვს ტელევიზიას და ქრთამს. თქვენი დღევანდელი ტერმინოლოგიით, რომ ვთქვა კონტრიბუციას და ეს ბატონო ფინანსთა მინისტრო, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ დანაშაული და კრიმინალია“ –  განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

იტვირთბა....