პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“, აგვისტოს ომთან დაკავშირებული განაცხადა, რომ არცერთმა პრეზიდენტმა არ უნდა დაბომბოს საკუთარი ქვექნის ტერიტორია და მოსახლეობა.
„ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ გვინდა ამ ქვეყნის მთლიანობა?! მე ამ ქვეყნის მთლიანობა მინდა და მინდა, რომ ამ ქვეყნის არც ერთმა პრეზიდენტმა არ დაბომბოს თავისი ტერიტორია და მოქალაქეები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, რუსეთმა ომი 1801 წლიდან დაიწყო.
„მე არაფერს ვამტკიცებ. მე ვამბობ, რომ ჩვენი სიტყვა უნდა ფასობდეს. ის, რომ რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი, ის, რომ რუსეთი არის საქართველოს აგრესორი, არის ის, რომელმაც დაიწყო ომი 1801 წლიდან, შემდგომ ყოველ ჯერზე, როცა შემოვიდა წითელი არმია, რის გამოც მე დავიბადე უცხოეთში, ეს თუ არ ვიცი, არაფერი მცოდნია” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.