ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში მილიონზე მეტი ადგილობრივის ევაკუაცია დაიწყო

ქარიშხალ “ფლორენსის” მოახლოების გამო, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში მილიონზე მეტი ადგილობრივის ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

სააგენტო სამხრეთ კაროლინის გუბერნატორზე დაყრდნობით წერს, რომ  ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლში საკუთარ სახლებს დაახლოებით მილიონი ადამიანი დატოვებს. ჩრდილოეთ კაროლინის შტატში კი, 50 ათასი პირის ევაკუაცია განხორციელდება.

ფლორენსი“ სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალია.

 

იტვირთბა....