მთავარ პროკურატურას მტკიცებულებების გაყალბებაში ბუტა რობაქიძის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული გურამ დონაძე ადანაშაულებს.
როგორც დონაძემ აღნიშნა პროკურატურის მიერ წარდგენილი 81 მოწმიდან სასამართლოზე ჩვენება მხოლოდ 27-მა მისცა.
რობაქიძესთან ავტომანქანაში მჯდომი კახაბერ აზარაშვილი, რომელსაც მოწმის სტატუსი არ ქონია, მანამდე ნასამართლევი იყო ქურდობაზე და განცხადებაში წერს, რომ მანქანაში იარაღი ედო, თუმცა პროკურატურას ამ საკითხზე გამოძიება არ ჩაუტარებია.
ასევე არ გამოკითხულან FBI ის აგენტები, რომლებმაც რომლებმაც საქმეში არსებული ფირების ექსპერტიზა ჩაატარეს.
„81 მოწმიდან, დაახლოებით მოიყვანეს 27 მოწმე და დამალეს მთავარი, არ მოიყვანეს ფედერალური ბიუროს ორი ექსპერტი და გამომძიებელი და გადამალა ერთ-ერთი მთავარ მოწმე, მათი მოწმე, კახაბერ აზარიაშვილი, რომელიც იჯდა ამირან რობაქიძესთან ერთად იმ დღეს მანქანაში და რომელიც წერს, 2006 წელს, რომ ამ ავტომანქანაში, მას ედო მაკაროვის ცეცხლსასროლი იარაღი“ – განაცხადა გურამ დონაძემ.