დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ მან პირველ არხთან განაცხადა და აღნიშნა, რომ წასვლის თაობაზე ინფორმაცია გუშინ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს პირადად მიაწოდა.
ჭიჭინაძის თქმით, მას ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან გარიცხვის პოლიტსაბჭოზე გასაჩივრება ურჩია, თუმცა ის ამას არ აპირებს.
დავით ჭიჭინაძე უმრავლესობის რიგების დატოვების შემდეგ საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.