ქართველი ჩოგბურთელიმა ნიკოლოზ ბასილაშილმა კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.
ის მსოფლიო რეიტინგში 31-ე ადგილზეა.
ამერიკის ღია ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) მოთამაშეების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. წინა რეიტინგთან შედარებით, ნიკოლოზ ბასილაშვილი 6 პოზიციით დაწინაურდა და 1322 ქულით ამჟამად 31-ე ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ამერიკის ღია ჩემპიონატზე კარიერაში პირველად მერვედფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, ესპანელ რაფაელ ნადალთან ანგარიშით 3:6, 3:6, 7:6, 4:6 დამარცხდა.