ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იბერიის” მფლობელები თავის ჟურნალისტებზე ზეწოლას ახდენენ”

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ მსოფლიოში სიგარეტის ბიზნესი უნდა გაკონტროლდეს.

მისი თქმით, სიგარეტის ბიზნესი არის სიკვდილის ბიზნესი.

„მე ზოგადად სიგარეტის ბიზნესზე რა წამოდგენაც მაქვს, კარგად იცით. ვთვლი, რომ ნებისმიერი სიგარეტის ბიზნესი მსოფლიოში უნდა გაკოტრდეს ხვალვე”, – განაცხადა ზოიძემ.

ზოიძემ ასევე ისაუბრა ტელეკომოანია “იბერიაზე” და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე. მისი თქმით, ტელეკომპანია “იბერიას” მიერ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა აუცილებლად უნდა დადგინდეს.

„დიდი შანსია, რომ ეს იყოს თაღლითობა. ადრე ამას ერქვა აფერისტობა, რომ ადამიანები ახსენებენ კონკრეტულ სახელებს, თითქოს მათ აქვთ, უფლებამოსილება გადაწყვიტონ საკითხები. რაც კაცობრიობა არსებობს, ასეთი აფიორებიც არსებობს. ამიტომ შეიძლება იყოს თაღლითობა, შეიძლება იყოს კორუფციის ნიშნები. თუ სიმართლეა, უმკაცრესი რეაგირება იქნება საჭირო. მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ტელეკომპანია „იბერიას“ გადასახადების გადახდის ვალდებულებისგან, მფლობელები თავის ჟურნალისტებზე ზეწოლას ახდენენ. ჩვენი მიზანია, გადასახადები ამოვიღოთ, იყოს სამუშაო ადგილები და არა ის, რომ ვიღაც გააჩერო და დააჯარიმო, მაგრამ მედიათავისუფლებაზე აპელირება გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

იტვირთბა....