ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მომდევნო 3 დღის ამინდის პროგნოზი ცნობილია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 – 11 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს.

12 – 13 სექტემბერს გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +30, +35, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +26, +31 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.

იტვირთბა....