ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანიმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი, იმიტომ რომ პირველ რიგში არის ქალბატონი.
მისი თქმით ზურაბიშვილს სერიოზული გამოცდილება აქვს და ის ჭეშმარიტად ყველას პრეზიდენტი იქნება.
“სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, არის ძალიან საინტერესო კანდიდატი, იმიტომ რომ ქალია, არის მიუკერძოებელი. მე მჯერა, რომ ის იქნება ჭეშმარიტად ყველას პრეზიდენტი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. ამავდროულად, მას აქვს სერიოზული გამოცდილება, როგორც პოლიტიკური, ისე დიპლომატიური და მე მას წარმატებებს ვუსურვებ” – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.