“ზურაბიშვილი არის იმდენა უცნაური კანდიდატი, რომ ბევრ პატიოსან “ქართული ოცნების” მხარდამჭერს შერცხვება მხარი დაუჭიროს მას” – ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია, მმართველი პარტიის მიერ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას.
როგორც ხვიჩიამ “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნა, ზურაბიშვილი სრულიად გაუგებარი კანდიდატია.
“გუშინ სოციალურ ქსელში მადლობაც კი გადავუხადე მთავრობას, იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი კანდიდატი, რომელიც შეიძებოდა ქართულ ოცნებას დაესახელებინა. ვინეს, რომ ჩემთვს ეკითხა სახელისუფლებო გუნდიდან რომელ კანდიდატს ვისურვებდი კონკურენტად, სალომე ზურაბიშვილს ავირჩევდი. ზურაბიშვილი არის იმდენა უცნაური კანდიდატი, რომ ბევრ პატიოსან ქართული ოცნების მხარდამჭერს შერცხვება მხარი დაუჭიროს მას. სრულიად გაუგებარი კანდიდატია და როდესაც ესეთ კანდიდატურას უჭერს მხარს შენი პარტია, გაქვს უფელაბა მას არ დაუჯერო და სხვა კანდიდატი აირჩიო. აქედან გამომდინარე მე არ ვარ ნაწყენი იმ ხალხზე, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენს მოწინააღმდეგედ მოავლინა ქალბატონი სალომე.
რასაც ვუყურებ საკუთარი შეცდომებით და უცნაური გადაწყვეტილებებით სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციას ირიბად ამარჯვებინებს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ასეთი შეცდომა და “ქართული ოცნების” პატიოსან და საზრიან მხარდამჭერებს, გავაგებინოთ, რომ უფლება აქვთ აირჩიონ სხვა კანდიდატი, რადგან ასეთი უფლება, რომ არ ყოფილიყო, მაშინ სალომე ზურაბიშვილ არ აკადრებდნენ. ეს თუ გავაგებნეთ მმართველი გუნდის ამომრჩევლებს, მაშინ ყველაფრის შანსი არსებობს” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პოლიტსაბჭოზე მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა.