ტელეკომპანია “იბერიის” თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი არხის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს კანცელარიის შენობასთან გააპროტესტებენ. “იბერიამ” პროტესტის გამო, სამი საათით შეწყვიტა მაუწყებლობა. “იბერიის” თანამშრომლები აცხადებენ, რომ “ომეგა ჯგუფზე” თავდასხმა გამიზნულად ხდება, რათა არხმა მაუწყებლობა ვერ შეძლოს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება. კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.
ფოტო: “1ტვ”