Sport ახალი ამბები მთავარი

ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. ჯოკოვიჩმა ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო 3 სეტში 6:3, 7:6, 6:3 დაამარცხა.

ჯოკოვიჩი „დიდი სლემის“ ტურნირების 14-გზის ჩემპიონი გახდა. ის ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ამერიკელ პიტ სამპრასს და ჩამორჩება მხოლოდ როჯერ ფედერერსა (20 ტიტული) და რაფაელ ნადალს (17).

იტვირთბა....