არჩევნებში “ქართული ოცნების” მხარდაჭერას დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ძალიან გახარებულია.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სწორი და დემოკრატიულია თავად მმართველი გუნდისთვისაც.
“გამართლდა მოლოდინი. ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს. მადლიერი ვარ ამ მხარდაჭერისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ცხადია დადებითი გადაწყვეტილებაა. მმართველი გუნდისთვისაც ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორი და დემოკრატიულია”- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, მმართველი პარტია 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და მხარს პრეზიდენტის პოსტზე დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.