aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართული ოცნება” მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ წუთებში “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭო დასრულდა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი პარტია მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

„პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის გამორჩეული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძის და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი, მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში მის  სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა” – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა ერთ საათს გაგრძელდა, სადაც მმართველი გუნდის წევრები შეჯერდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილისთვის გამოეცხადებინათ სრული მხარდაჭერა.

„ჩვენი პარტია იცავს პირობას და ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებში არ წარვადგენთ ჩვენს კანდიდატს,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მმართველი პარტია შერჩეულ კანდიდატს ფინანსურადაც დაუჭერს მხარს.

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....