„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასასწრებლად კინორეჟისორი და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი შენგელაია მივიდა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრებს და ბიძინა ივანიშვილს საკუთარ კანდიდატურას შეთავაზებს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდასაჭერად.
სხდომაზე შეჯერდებიან, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი მმართველმა გუნდმა.
როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, შერჩეულ კანდიდატს მმართველი გუნდი ფინანსურადაც დაუჭერს მხარს.