საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია გულშემატკივარს მოუწოდებს, ყველანაირი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგონ ეროვნულ ნაკრებს.
„ლატვიასთან, სტადიონზე მოსულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ვთხოვთ, მატჩის მსვლელობისას ყველანაირი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ჩვენს გუნდს. დღეს, ლატვიასთან, გამარჯვება ყველას ერთად, მთელს საქართველოს გვჭირდება“, – განაცხადა კაშიამ.
ამასთან “ქართული მარშის” წარმომადგენელი კონსტანე მორღოშია აღნიშნავს, რომ თუ იმ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის ბოდიშს მოიხდის, დღეს ლატვიის საფეხბურთო გუნდთან თამაშის დროს დაგეგმილი პერფორმანსები გაუქმდება.
“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ნაკრებს გაუჩნდა რეალური შანსი, დადოს დადებითი შედეგი, გამომდინარე იქიდან, რომ ყაზახეთის ნაკრებთან გაიმარჯვეს, ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ გურამ კაშიასთან. ჩვენ ეს შეთავაზება მანამდე რამდენჯერმე გავავრცელეთ და გუშინ ოფიციალურად მივწერეთ, რომ თუ ფეხბურთი ყველასია, მაშინ ამავდროულად, ჩვენიცაა, მათ შორის იმ ხალხისაც, ვისთვისაც გურამ კაშიას ნაბიჯი მიუღებელია. ამიტომ ჩვენ გურამ კაშიას მივმართეთ და ვუთხარით, რომ მას თავის აზრს ჩვენ თავისთავად ცხადია, ვერც შევაცვლევინებთ და ვერ გადავაფიქრებინებთ, თუმცა რომ გამოირიცხოს ის მითქმა-მოთქმა, თითქოს მან ეს პროვიკაციისა და სხვადახვა ანგარებიდან გამომდინარე გააკეთა, მოიხადოს ბოდიში. ბოდიშის მოხდა არავისთვის დამამცირებელი არ არის, შეუძლია, დარჩეს თავის პოზიციაზე, უბრალოდ თქვას, რომ თუ მისმა ნაბიჯმა ვიღაცის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა, ის იხდის ბოდიშს. ჩვენ ამ შემთხვევაში ყველანაირ პერფორმანსს, ყველანაირ აქციებს, რაც მხოლოდ ჩვენი დაგეგმილი არ არის, დაახლოებით 26 ჯგუფია, რომელიც სტადიონზე მისვლას გეგმავს, გავაუქმებთ”,- განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დინამო არენაზე საქართველოსა და ლითვის საფეხბურთო გუნდები ერთმანეთს 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.