aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თუ მთავრობა საერთოდ გამოეთიშება საპრეზიდენტო არჩევნებს, ეს საზოგადოებისთვის დამაბნეველი იქნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადება პოლიტიკური საბჭოს შეკრების შემდეგ გაკეთდება.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, კანდიდატს “ქართული ოცნება” დღეს დაასახელებს.

“ბუნებრივია, წინასწარ ვერ დავასახელებ, რომელ კანდიდატზე გავაკეთებთ აქცენტს. 17:00 საათის შეხვედრის შემდგომ საზოგადოებას მეტი ეცოდინება ამასთან დაკავშირებით”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა აზრთა სხვადასხვაობა “ქართულ ოცნებაში” სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით? ჩუგოშვილმა განაცხადა: “აზრთა სხვადასხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, უნდა ჰყოლოდა თუ არა კანდიდატი ან დაეჭირა მხარი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის”.

“ამასთან დაკავშირებით ნამდვილად იყო მსჯელობა. რაც შეეხება კანდიდატების სიას, მე რამდენადაც ვიცი 40-ზე მეტი ადამიანია ამ სიაში, ყველას ალბათ არ განვიხილავთ, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ამ წარმოდგენილ კანდიდატთაგან ერთი უნდა ავარჩიოთ, ეს არის მოცემულობა. პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავის კანდიდატს არ ასახელებს, დანარჩენზე მოგვინებით ვისაუბრებთ. ვფიქრობ, კანდიდატურის შესახებ დღეს გასაჯაროვდება”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება შესაძლებლობას, რომ “ქართულმა ოცნებამ” მხარი არც ერთ კანდიდატურას არ დაუჭიროს, ჩუგოშვილმა განაცხადა: “არ მგონია, არავის დავუჭიროთ მხარი, ეს დამაბნეველი იქნება საზოგადოებისთვის, თუ “ქართული ოცნება” საერთოდ გამოეთიშება საპრეზიდენტო არჩევნებს. ვფიქრობ, მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს არჩევნებთან დაკავშირებით”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

იტვირთბა....