ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსეთის ეკლესია მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინაში მისი წარმომადგენლის დანიშვნას უხეშ შეჭრად აფასებს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ ვლადიმერ ლეგოიდამ განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის მიერ უკრაინაში თავისი წარმომადგენლების დანიშვნას „მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე უხეშ შეჭრად“ აფასებს.

„კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ უკრაინაში თავისი წარმომადგენლების-ეპისკოპოსების დანიშვნა მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქთან და კიევის და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტთან შეთანხმების გარეშე, სხვა არაფერია თუ არა უპრეცედენტო, უხეში შეჭრა მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე. ასეთი ქმედებები არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს“, – განაცხადა ვლადიმერ ლეგოიდამ.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მომზადების ფარგლებში კიევში თავის ეგზარქოსებად დანიშნა არქიეპისკოპოსი დანიილ პამფილიევი აშშ-დან და ეპისკოპოსი ილარიონ ედმონტელი კანადიდან.

იტვირთბა....