ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ ზურაბიშვილი იქნება ჩვენი კანდიდატი, მისი კამპანია იქნება დაფინანსებული”

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრისას განაცხადა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი იქნება მათი კანდიდატი, მისი კამპანია იქნება დაფინანსებული.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მამუკა მდინარაძემ თავი შეიკავა კითხვაზე პასუხის გაცემისგან და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე 9 სექტემბერს იმსჯელებს პარტიის პოლიტსაბჭო.

“ფინანსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე. ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული, რომ შემომწირველები რომლებიც გვყავს შესაძლებელია მათ მოვუწოდოთ, რომ დააფინანსონ სალომე ზურაბიშვილის კამპანია. ან მივიღოთ სხვაგვარი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება კანონის ფარგლებში მოქცეული. ყველა შემთხვევაში არც ერთი ნაბიჯი კანონიდან არ იქნება გადახვეული”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იტვირთბა....