ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გაპრეზიდენტების შემთხვევაში მოქალაქეობას თურქეთში მცხოვრებ ლაზებს, ხალიბებსა და გურჯებს მივაიჭებ”

საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი ანდრიაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობას თურქეთში მცხოვრებ ლაზებს, ხალიბებსა და გურჯებს მიანიჭებს.

ანდრიაძის თქმით, თურქეთის ზემოთ ჩამოთვლილი მოქალაქეები წარმატებულები არიან და ისინი საქართველოს ეკონიკურ ვიტარებას გააუმჯობესებენ.

“იმ უფლებამოსილებას, რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციით, მაქსიმალურად გამოვიყენებ და საქართველოში მოქალაქეობას მივანიჭებ თურქეთში მცხოვრებ ჩვენს სისხლისმიერ ძმებს – ლაზებს, ხალიბებს, გურჯებს… ისინი ეკონიმიკურად წარმატებული პიროვნებები არიან და დაგვეხმარებიან ჩვენ ჩვენი ქვეყნის ეკონიმიკურ წინსვლაში. ეს იქნება ახალი სისხლი, ახალი სიცოცხლე, რომელთაც საქართველო ძალიან უყვართ და არა ის საეჭვო პიროვნებები, რომელთაც მიენიჭათ საქართველოს მოქალაქეობა უკანონოდ. მათ ფეხებზე კიდიათ საქართველო და ზოგიერთ შემთხვევაში, ქვეყნის ღია მტრები არიან. მათ უნდა ჩამოერთვათ მოქალაქეობა” – ამბობს ანდრიაძე.

გიორგი ანდრიაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (სანგუს) სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, საპრეზიდენტო კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ ანდრიაძე 2010 წლიდან მუშაობდა სანგუს სამეთვალყურეო საბჭოში. ამჟამად უნივერსიტეტს სამეთვალყურეო საბჭო აღარ აქვს. სხვადასხვა დროს მას უმუშავია საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებაში” და საპატრიარქოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციაში.

იტვირთბა....