ამიერიდან, ფლორენციაში მოგზაურობის დროს ტურისტმა უნდა იცოდეს, რომ თუკი ქუჩაში წაიხემსებს, 500 ევროთი დააჯარიმებენ. ახლახან მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ქუჩაში, ტროტუარზე, ან ისტორიულ ადგილებზე საკვები პროდუქტისა და სასმელის მიღება იკრძალება. ამის შესახებ იუწყება სააგენტო Leggo.
აკრძალვა ვრცელდება გარკვეული დროის მომენტისთვის – დღის 12 საათიდან 15 საათამდე და საღამოს, 18 საათიდან 22 საათამდე.
მარკეტების მენეჯერებს დაევალათ ყოველ გაყიდულ საკვებ პროდუქტზე გააფრთხილონ ტურისტები.
როგორც ადგილობრივი მერი აცხადებს, ამ კანონის მიღების აუცილებლობა გამოიწვია პირველ რიგში ისტორიული ადგილების დანაგვიანებამ და მეორე რიგში, პრესტიჟმა, რომელიც ტურისტების სათანადოდ მასპინძლობას გულისხმობს.