ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ გლდანში მოქალაქემ შველი იპოვა

გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ინფორმაციით, 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, სოფელ გლდანში გამოცხადდნენ, სადაც მოქალაქემ ტყის პირას შველი იპოვა.

შველს ფეხზე დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც თბილისის ზოოპარკში მოხდა მისი გადაყვანა, სადაც მას დაშავებული ადგილები ანტისეპტიკური ხსნარით დაუმუშავეს.

შველის რეაბილიტაციის პროცესი თბილისის ზოოპარკში გაგრძელდება და როდესაც მიბარებული შველი სრულად გამოჯანმრთელდება, მოხდება მისი ველურ ბუნებაში დაბრუნება.

იტვირთბა....