ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გლნდანში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე ხანძარია

თბილისში, გლდანის II მ/რ -ში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე გაჩნდა.

დამწვარია საოჯახო ნივთები – 60 კვ. მ. ფართი

ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი

ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსის მე-9 სართულიდან 4 მოქალაქე გამოიყვანეს. მათ შორის, 2 მცირეწლოვანი

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა” – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვი სამსახურის განცხადებაში.

იტვირთბა....