ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბრალდებული ბაქრაძის ადვოკატი: “ბარნოვზე მოკლულის დედის ჩვენება არადამაჯერებელი იყო”

ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ადვოკატის შეფასებით, ნათია გაბოძის ჩვენება არადამაჯერებელი იყო და სხვა მტკიცებულებებთანწინააღმდეგობაში მოდის.

ადვოკატის თქმით, ბაქრაძე მკვლელობის ეპიზოდს აღიარებს, თუმცა დამამძიმებელ გარემოებებს არ ეთანხმება.

“დაზარებულისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენება სხვა მტკიცებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის, შესაბამისად, არ იყო დამაჯერებელი და მისი ჩვენება ვერ შეფასდება როგორც უტყუარი მტკიცებულება. ვეფხია ბაქრაძე მკვლელობას აღიარებს და რა პოზიციაც პირველი წარდგენის სხდომაზე ჰქონდა, იგივე პოზიცია აქვს ახლაც. თუმცა არ აღიარებს განსაკუთრებულ სისასტიკეს, ბავშვების თანდასწრებით მკვლელობას”- განაცხადა ლევან მარსაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....