საქართველოში მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 2017 წლის 1 ივნისიდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში 51 ადამიანი დაიხრჩო.
ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.
დაღუპულებს შორის უმრავლესობა 27 ადამიანი მდინარეებში დაიხრჩო, 10 ზღვაში, ხოლო 14 ტბაში. ამავე პერიოდში მაშველების მიერ მდინარეებში, ზღვასა და ტბებში გადარჩენილთა რაოდენობამ 316 შეადგინა.