ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მარნეულის ყოფილ მერს ბრალი დაუმძიმდა

მარნეულის ყოფილ მერს თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმეს. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.

ბრალი დაუმძიმდათ ამავე საქმეზე ბრალდებულ გილხამ გულიევსა და რამინ ​ალახვერდიევს. მათ ცემ​ის მუხლით წარდგენილი ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური ცემის ბრალდებით შეეცვალათ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდებულად დააკავა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.

იტვირთბა....