ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შვილის მკვლელია ეგ” – გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის შვილი გარდაცვლილის დედას მიმართავს

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედასა და მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შვილს შორის სასამართლოს ფოიეში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირიპირებ მოხდა.

ნათია გაბოძე ლიკა ბაქრაძეს მას შემდეგ დაუპირისპირდა ერთმანეთს, რაც ბრალდებულის შვილმა გამრეკელაშვილის სიკვდილში ნათია გაბოძეც დაადანაშაულა. ინციდენტი მას შემდეგ ამოიწურა, რაც მანდატურებმა მოკლულის დედა სასამართლოს ფოიედან გაიყვანეს.

“მე უბრალოდ ის ვუთხარი, მეც მომკალით თაკოსთან ერთად-მეთქი. შვილის მკვლელია ეგ. მისი ბრალი რომ არის ეს ყველაფერი ვერ ხვდება? ცოლს რატომ უწოდებს თავის თავს? ცოლი იმიტომ გახდა, რომ თვითონ უნდოდა და თავისი სურვილი იყო”- განუცხადა ჟურნალისტებს ლიკა ბაქრაძემ.

იტვირთბა....