ახალი ამბები მთავარი სამართალი

აგვისტოში ოკუპანტებმა, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, 56 ადამიანი დააკავეს

“აგვისტოში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევების რაოდენობა შემცირდა”, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი იუწყება. როგორც დე ფაქტო უწყებაში აღნიშნეს, ე.წ. მესაზღვრეებმა აგვისტოში 56 ადამიანი დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, მაშინ, როცა ეს რიცხვი ივლისში 70 შეადგენდა.

“2018 წლის აგვისტოში, სხვადასხვა ადგილზე, სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტზე დააკავეს 56 ადამიანი. სასაზღვრო სამსახურმა აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება ჩაატარა”, – განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში ასევე აცხადებენ, რომ დამნაშავეთა უმრავლესობა (41 ადამიანი) დაჯარიმდა, 10 დაკავებულმა ადმინისტრაციული სახდელი მოიხადა, ორი დამნაშავე გაათავისუფლეს ჯარიმის გარეშე, ხოლო სამი გააფრთხილეს.

“საერთო ჯამში, ჯარიმის სახით ბიუჯეტში შემოსულმა თანხამ, 86 500 რუბლი შეადგინა”, – აღნიშნეს დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....